LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად, მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია – კობახიძე

49
კობახიძე

მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

“ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ყველა შემთხვევაში. ერთი რომ გვეკუთვნის, მეორე რომ გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა საბოლოო ჯამში, ევროკავშირის გადასაწყვეტია ეს ყველაფერი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისი სხვადასხვა პუნქტით. […]

წინასწარ არც არის, ალბათ, სწორი, ბოლომდე დეტალებში ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ჩვენ გვაქვს რწმენა იმის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას. მძიმე რეაქციაში ვგულისხმობ განწყობას პირველ რიგში, რომელიც ჩვენ გვექნება, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები