ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი საარჩევნო პოსტერებისგან ქუჩებს თავად ასუფთავებს.
ჯოზეფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დროულად ჩამოსხნან პოსტერები და ქალაქს წინასაარჩევნო იერსახე დაუბრუნონ.
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
მას საბურთალოს მესამე ოლქში ამომრჩევლის 14.04%-მა დაუჭირა მხარი, რაც 2702 ადამიანს ნიშნავს.
საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესამე ადგილი სულაც არ არის სამარცხვინო შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის წინ თითქმის უცნობი სახე იყო, ხოლო ფინანსური რესურსი ძალზე მწირი ჰქონდა – სულ 1800 ლარი სექტემბერში.