LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანცელარიასთან სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქცია გაიმართა – მონაწილეებს პარტია „დროა“ შეუერთდა

118
585653E7-8F2A-4913-A37F-54E2EE738194

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კვლავ მინისტრ, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დევნილებს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ჯერ კიდევ არ გააჩნიათ.

დევნილთა საპროტესტო აქციას პოლიტიკური მოძრაობა „დროაც“ შეუერთდა. პარტიის ლიდერმა კი, სოციალურ ქლსეში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დევნილთა დასახლების პირობებს აღწერს და მათ სოლიდარობას უცხადებს.

„შენობა ავარიულ მდგომარეობაშია - შეგვიძლია დროებით უსაფრთხო გარემოში გადავანაწილოთ“ - თბილისის ზღვაზე დევნილთა საცხოვრებლის ნაწილი ჩამოინგრა

როგორც „ფორტუნას“ დევნილთა სააგენტოში განუცხადეს, შენობა ავარიულია და შესაბამისად, უწყებამ დევნილებისთვის ადმინისტრაციული დაპირებები გასცა, რაც ნიშნავს, რომ კრიტერიუმების გარეშე, დევნილებს საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეთ.

„2017 წლიდან მოყოლებული, საჯაროდ და არასაჯაროდ, წერილებით, შეხვედრებით, საპარლამენტო მოსმენებით მივმართავდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ დევნილთა კომპაქტური დასახლება „ქართლი“ სიცოცხლისთვის საშიშია.

მახსოვს, როცა 2017 წელს იქ შევედი, გარდა საშინელი პირობებისა, შემზარა იმან, რომ დერეფანში გავლისას (თითქმის ყველა კარი შეღებულია) ყველა ოთახში პატარა მაგიდა დგას, რომელზეც გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოები დევს. შვილების, ქმრების, მამების. საშინლად შემზარავი სურათია. და ამ ყველაფრის ფონზე, ამ ხალხს აპამპულავებენ.

დღეს უკვე ჩამოინგრა ის, რაზეც არაერთხელ გავაფრთხილეთ. სამინისტრო მათ ეუბნება ქირით გაგიყვანთო და მერე მოგცემთ ბინებსო.

– ჯერ ერთი, თუ ქირის გარანტია არ იქნება უამრავი შემთხვევაა, როცა შუა გზაზე წყვეტენ დაფინანსებას, ამიტომ მინიმუმ ერთ წლიანი კონტრაქტი მაინც უნდა გაფორმდეს.

– მეორე, ეს ბინის მიღების მოლოდინი უსასრულოა.

ამ ადამიანებს არაფერი უნდა ჰქონდეთ სახვეწარი. ჯერ ცხოვრება ჩამოენგრათ თავზე, ახლა პირდაპირ სახლი. მათი ჯანმრთელობის პრობლემებზე ცალკეა დასაწერი.

უნდა დავუდგეთ მათ გვერდში. დღეს 2-ზე კანცელარიასთან იქნება „ქართლში“ მცხოვრები ხალხის აქცია. მე კოვიდის გამო ვერ მივდივარ, მაგრამ „დროას“ გუნდი იქ იქნება. ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ჩვენი ყველას ღირსების საკითხია, ჩვენ გვერდზე ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ნუ ვიქნებით გულგრილები. დავუჭიროთ მათ მხარი დღეს, 2-ზე, კანცელარიასთან!“,- წერს ელენე ხოშტარია.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა

დევნილების საპროტესტო მსვლელობა ჯანდაცვის სამინისტროსთან – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები