LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანაფი ერთხელ მოვწიე, არ გვიდევს ჩვენ გენეტიკაში ეს – ემზარ კვიციანი

187
kviciani

პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის თქმით მას კანაფი ერთხელ აქვს მოწეული და არ მოეწონა. რაც შეეხება კანაფის მოხმარებისთვის დასჯას, დეპუტატი ამბობს, რომ მათ არ უნდა იჭერდნენ.

“მომადუნა და არ მომეწონა. მირჩევნია არაყი დავლიო 60 გრამი ან ერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ჯანზე და ხასიათზე მაყენებს. ეს მირჩევნია ვიდრე მოდუნებული ცხოვრება.

ვინც ეწევა, მე შემოვიღებდი ფსიქოლოგიურ მუშაობას მათთან” – განაცხადა კვიციანმა “მძიმე კაცთან”.

ის ამტკიცებს, რომ ქართველ ერს გენეტიკასა და სისხლში არ აქვთ “მოსაწევისადმი” ამტანობა.

“არ გვიდევს ჩვენ გენეტიკაში მაგი. ჩვენთან არის ღვინო. აი, შეხედეთ, აბა, აზიური ქვეყნები აიღეთ. მე, როგორც მაქვს გაგონილი და წაკითხულიცა მაქვს რაღაცები, არ უჭირთ მაგათ ამის გადატანა. ჩვენთან ძალიან ბევრია, რომელიც კაიფში დარჩა. ასეთი შემთხვევები არის ბევრი”, — განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები