LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

474
BeFunky-collage (3)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიში კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა და აღინიშნა, რომ გმობენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას.

დეპუტატები მთავრობას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს უკრაინაში კონფლიქტით დაზარალებულებს და უზრუნველყოს სწრაფი იმიგრაციისთვის მზადყოფნა სხვა სფეროებში არსებული საჭიროებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

მათი შეფასებით, პუტინმა უკრაინაში შეჭრით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

„ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში.

ცნობისთვის, 15 მარტს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანადის პარლამენტს მიმართა და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები