კანადის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი დევნა “BBC”-ის ეთერში აჩვენეს. შემთხვევა ონტარიოს პროვინციაში მოხდა და პოლიცია დამნაშავეს ლამის ერთი საათი მისდევდა. უფრო ზუსტად კი სამართალდამცავებმა მძღოლს მთელი 154 კმ სდიეს და საქმეში ვეტმფრენი და სხვა დამხმარე ტექნიკაც იყო ჩართული. კანონდამრღვევი მძღოლი არც მეტი არც ნაკლები 230 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში მან ავტომობილი გააჩერა, გადმოხტა და ტყეში მიმალვა სცადა. თუმცა, დამნაშავე მაინც დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი გაქცევას იმიტომ ცდილობდა, რომ მას თან ნარკოტიკული საშუალებებით სავსე შეკვრა ქონდა.