LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილები 2035 წლიდან აღარ გაიყიდება

82
06427e68282d298280f92a0b7aebdd2c6cd10812

კანადის პრემიერ–მინისტრმა გადაწყვიტა, რომ 2035 წლიდან შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები სრულად აკრძალოს. ამ დროისთვის ბაზარზე მხოლოდ ელექტრონული მოდელები უნდა იყოს დარჩენილი. აკრძალვა შეეხება მსუბუქ ავტომობილებს და მცირე ზომის სატვირთოებს. აშშ–ში მაგალითად, შიდა წვის ძრავის მქონე მოდელების აკრძალვის ზუსტი გეგმა არ აქვთ, თუკი არ ჩავთვლით კალიფორნიის შტატს. კანადაში ელექტროქარების რაოდენობა 3,5%–ს შეადგენს, აშშ–ში კი მხოლოდ 2%–ს.

კანადა უკვე ოფიციალურად შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ჯასტინ ტრუდომ დააზუსტა, რომ კანონი ძალაში 2035 წლის 1–ელ იანვარს შევა და ამ მომენტიდან ავტოსალონებში მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები დარჩება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიდი ზომის კომერციულ ავტომობილებზე, მათთვის შეზღუდვა სავარაუდოდ მოგვიანებით ამოქმედდება.

ავტომწარმოებლებს ელექტრონიკაზე გადასვლაში ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებით და ინვესტიციებით უნდა დაეხმაროს. კანადა გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები