LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში რეკრეაციული მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდა

73

კანადის სენატმა რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. კანადელები მარიხუანას კანონიერად შეძენას სექტემბრიდან შეძლებენ. BBC -ს ცნობით, კანონპროექტს 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 29 წავიდა. კანონპროექტი განსაზღვრავს, როგორ უნდა გაიზარდოს, გავრცელდეს და გაიყიდოს მარიხუანა.

კანონის მიხდვით, კვლავ აკრძალული იქნება 30 გრამზე მეტი მარიხუანას ქონა, სახლში მცენარის ოთხ ძირზე მეტის გაზრდა და მარიხუანას არალიცენზირებული მწარმოებლისგან შეძენა. კანონის დარღვევა მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. კერძოდ, არასრულწლოვნისთვის მარიხუანას მიყიდვა 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კანადა მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკის რეკრეაციული მიზნით მომხარება ლეგალიზებული გახდა. (2013 წელს ლეგალიზება პირველად ურუგვაიში მოხდა)

მარიხუანასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები კანადაში 1923 წელს დაიწყო, სამედიცინო მარიხუანას მოხმარება კი ქვეყანაში 2001 წლიდან ლეგალურია.

„ჩვენი ბავშვებისთვის მარიხუანას შოვნა ძალიან ადვილი იყო, ისევე როგორც დამნაშავეებისთვის – სარგებლის მიღება. დღეს ჩვენ ამას ვცვლით. მარიხუანას ლეგალიზაციისა და ბაზრის რეგულირების ჩვენი გეგმა სენატმა დაამტკიცა,“ – წერს ტრიუდო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები