LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში რეკორდული სიცხის გამო, ბოლო 5 დღეში 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

115
1

“კანადაში, ბოლო 5 დღის განმავლობაში, მოულოდნელად გარდაცვალების 486 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და 195 %-ით აღემატება საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს.” – კანადაში გაუსაძლის სიცხესა და მის მძიმე შედეგებზე დღეს კანადის პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის მმართველმა ლიზა ლაპოინტემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურებმა, 5 დღის განმავლობაში გარდაცვალების სულ მცირე 486 შეტყობინება მიიღო.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ცნობილია, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული ასაკის ადამიანია.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნაადრევია, სიკვდილიანობა პირდაპირ დაუკავშირდეს ტემპერატურის მკვეთრ მატებას, თუმცა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა ნამდვილად გამოწვეულია ე.წ. ექსტრემალური ამინდით.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა კანადაში უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

კანადაში +46.6 გრადუსი დაფიქსირდა – რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილია 70 ადამიანი

30 ივნისს, ქალაქ ლიტონში 49,6 გრადუსი დაფიქსირდა.

რეკორდული სიცხის გამო, ორშაბათს ბრიტანეთის კოლუმბიაში სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები