LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში რარიტეტული ავტომობილების კოლექცია დაიწვა

38

კანადაში ძვირფასი ავტომობილების კოლექცია დაიწვა. 40 რარიტეტული მანქანა, ასევე რამდენიმე პიკაპი და სპორტქარები რომლებიც გარი და დარლინ კესიდებს ეკუთვნოდათ, ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.

გამოცემა „Driving”-ის ინფორმაციით, კოლექციის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები 1,8 მილიონი დოლარია. შემთხვევა ქალაქ ლენგლიში მოხდა, დაიწვა შენობა, რომელიც კესიდებმა სპეციალურად თავისი ავტომობილების შესანახად ააგეს. მეხანძრეები ადგილზე მხოლოდ 45 წუთის შემდეგ მივიდნენ, ამიტომ მანქანების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ წყვილი კოლექციას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აგროვებდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაზღვეული იყო,  დანაკარგთან შეგუება მათ ძალიან გაუჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები