კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 12 ქალაქ მონრეალში ცხოვრობდა, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. დანარჩენი ხუთი პირი კი ქალაქ კვებეკის აღმოსავლეთ ნაწილიდან იყო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ.
მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ონტარიოშიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელი ხაზი სიცხის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღიურად 1200 შეტყობინებას იღებს.