მსოფლიოში ყველაზე ავტომოყვარული დათვი კანადაში ცხოვრობს. დათუნია კოლუმბიის პროვინციაში ბინადრობს და ის ერთ-ერთმა დამსვენებელმა მეტ პატერსონმა გადაიღო.
კადრებში კარგად ჩანს, რომ საკვების ძიებაში დათვი ავტომობილს მიუახლოვდა და კარი იმდენად პროფესიონალურად გააღო, თითქოს არაფერ უჩვეულოს არ აკეთებდა და ეს ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია. ამის შემდეგ ის ავტომობილში შეძვრა და სავარძელში 10 წუთი მაინც იჯდა. თუმცა, მოგვიანებით, როგორც ჩანს, უქმად ჯდომა მობეზრდა და საკვების საძებნელად ტყეში წავიდა.
მეტი ნანახმა ნამდვილად გააოცა და ის დარწმუნებულია, რომ დათვი მსგავს რამეს ხშირად აკეთებს და ავტომობილში ჯდომა ძალიანაც მოსწონს.