LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადამ უკრაინას მძიმე არტილერია მიაწოდა

241
BeFunky-collage (4)

კანადამ უკრაინას მძიმე არტილერია მიაწოდა.

კანადის მთავრობის ცნობით, უკრაინას „M777“ ტიპის ჰაუბიცები, ჭურვები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების „კარლ გუსტაფის“ ჭურვები გაუგზავნეს.

BBC-ის ცნობით, ოტავამ, რომელსაც არსენალში აღნიშნული ტიპის 37 ერთეული ჰაუბიცა აქვს, რომლებიც ავღანეთის ომის დროს შეიძინეს, უკრაინაში მხოლოდ ოთხი ცალი გაგზავნა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ უკრაინას უფრო მეტ საარტილერიო იარაღს გადასცემდა.

ამასთან, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ჰაუბიცის ტიპის 18 ერთეული იარაღი და უახლოეს მომავალში კიდევ 72-ის გაგზავნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები