კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ავტორიზაცია მისცა “ფაიზერის” კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბავშვებში კლინიკური ცდების მესამე ეტაპის მონაცემების საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, როგორც მედიასაშუალება წერს, უწყებამ განსაზღვრა, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკის ბავშვებში.
ცნობისთვის, კანადას უკვე ავტორიზებული აქვს “ფაიზერის” ვაქცინა 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.