კანადა უკონტროლო ხანძრებს ებრძვის.
ცეცხლის ახალი და გავრცელებადი კერების გამო კანადის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
“როიტერსის” ცნობით, კვებეკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსგავსი მდგომარეობა შესაძლოა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს.
უკვე დაიწვა 46 ათასი კვ.მ. ტერიტორიამდე, რაც გაცილებით მეტია წინა წლების ხანძრების საშუალო მაჩვენებლებზე.
საფრანგეთმა, პორტუგალიამ და ესპანეთმა კანადაში უკვე გაგზავნეს 280-ზე მეტი მეხანძრე. მესამე დღეა კვებეკში ფრანგი მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ს ხელისუფლებამ კანადაში ასეულობით მეხანძრე გაგზავნა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაწეული იქნება დამატებითი დახმარებაც.
კანადელებმა დახმარება ასევე მიიღეს სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.