LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

128
უკრაინა

კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ვიდრე კომერციული რეისები სრულდება, მოქალაქეებმა დროულად დატოვონ ქვეყანა.

უკრაინის დატოვებისკენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც მოუწოდებს. სკოტ მორისონი უკრაინაში არსებულ მდგომარეობას „ძალიან სახიფათოდ” აფასებს.

„ჩვენი რჩევა ნათელია, ვითარება სახიფათო. უნდა ეცადოთ უკრაინისგან თავის დაღწევას“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა.

რომელი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ

რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან ევაკუაციის პროცესის დაწყებას გეგმავს: Associated Press

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები