კამერონ დიაზი ორსულად არის, ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
პაპარაცებმა 43 წლის ვარსკვლავი შოპინგის დროს დააფიქსირეს და ფოტოებზე მისი მრგვალი მუცელი კარგად ჩანს.
პარალელურად კი ტაბლოიდების ნაწილი ირწმუნება, რომ დიასი ორსულად არ არის და დედობისთვის ემზადება, მან ჰორმონალური პრეპარატები მიიღო და მომრგვალებული მუცელიც ამისი შედეგია.
ორსულობასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმაზე კომენტარი არც მსახიობს და არც მის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.