ჰოლივუდელმა მსახიობმა კამერონ დიაზმა გადაწყვიტა, ნიუ-იორკში საკუთარი სახლი 5 მლნ დოლარად გაყიდოს. „ჩარლის ანგელოზების“ ვარსკვლავი მანჰეტენზე მდებარე ბინას ყიდის, რომლის საერთო ფართი 130 კვადრატული მეტრია.
ბინაში არის ორი საძინებელი, ორი სააბაზანო, დიდი შესასვლელი და სამზარეულო.
სახლი დიაზმა 2008 წელს 2,87 მლნ დოლარად იყიდა.