გასულ კვირას რობი უილიამსის მეუღლე აიდა ფილდი გადაცემა Loose Women-ს სტუმრობდა, სადაც ღიად ისაუბრა მეუღესთან ურთიერთობაზე. როგორც 36 წლის აიდა ამბობს, მისი ქორწინება კამერონ დიასმა გადაარჩინა: „იყო პერიოდი, როცა ჩვენი ურთიერთობა გართულდა. ჩვენ რამდენიმე თვე დაშორების ზღვარზე ვიყავით. კამერონმა უთხრა რობის, თუ გიყვარს უნდა დაბრუნდე მასთან და მან ეს გააკეთა. ჩემს გულში ყოველთვის იქნება ადგილი კამერონ დიასისთვის“ – აცხადებს ულიამსის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ რობი ულიამსი და აიდა ფილდი 2010 წელს დაქორწინდნენ. საერთო ქორწინებიდან წყვილს 2 შვილი ჰყავს.