ყველაზე მაღალ ტყუპ-კოშკს კამბოჯაში ააშენებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ახალ კომპლექსს დედაქალაქ პნომპენში განათავსებენ და თითოეული ნაგებობის სიგრძე რეკორდული – 560 მეტრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კამბოჯა კუალა-ლუმპურის რეკორდს გააუმჯობესებს.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყუპი ცათამბრჯენი სწორედ იქ მდებარეობს და თითოეული კოშკის სიგრძე 451,9 მეტრია. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ პნომპენის ცათამბრჯენი დუბაის ბურჯ-ხალიფას ნამდვილად ვერ გადაუსწრებს, რადგან მისი სიგრძე 828 მეტრია.
კამბოჯის ცათამბრჯენებში სასტუმროები, გასართობი კომპლექსი, ოფისები, საგამოფენო დარბაზი, თეატრი, რესტორნები და აპარტამენტები განთავსდება.