LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამალა ჰარისის გერი, 21 წლის ემა მოდის კვირეულის ვარსკვლავი გახდა

163
cmlharis2019

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაციაზე 21 წლის ემა ემჰოფმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. დაგ ემჰოფის ქალიშვილი და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გერი ინაუგურაციის ყველზე ორიგინალურად ჩაცმულ სტუმრად მონათლეს. სულ ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა, რომ გოგონამ კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტო IMG-სთან და დღეს უკვე აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში.

ამჯერად ემა ნიუ-ორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე გამოვიდა. ამავე დროს ემამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრენდის Proenza Schouler-ის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. 21 წლის მოდელი ბრენდის სამოსში შეუდარებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები