LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა ძალიან სახიფათოა – კალოიანი ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

68
1

“ევროპული საქართველოს” წევრი, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ექიმი, ვახტანგ კალოიანი ეხმიანება ხოშტარიას ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

კალოიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა:

“შიმშილობის მე-17 დღეს ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა.

საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ !!! შესამცირებლად.” – წერს კალოიანი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიმ დღეს განაცხადა, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და არც გადახსმებს გაიკეთებს, სანამ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები