კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად, 1148,4 კვადრატული მეტრი ფართობი განადგურდა. ხელისუფლების განცხადებით, ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარი იყო კალიფორნიის შტატის ისტორიაში.
კალიფორნიის ჩრდილოეთით ხანძარი 27 ივლისს გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 1500 შენობა განადგურდა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი მეხანძრეა. ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ევაკუაციის თაობაზე ბრძანება 37 ათასმა ადამიანმა მიიღო.