LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის შტატში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

34

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის შტატის სამხრეთით ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. ქარიანი ამინდის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. პოლიცია მხოლოდ ერთი პირის, 70 წლის ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

სტიქიის გამო სან-დიეგოსა და ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ხანძრის კერებია, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათას საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხანძარი საფრთხეს უქმნის შტატის ფლორასა და ფაუნას, მათ შორის იშვიათი ჯიშის ფრინველებსა და მცენარეებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები