LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის ქუჩებში უპილოტო ავტომობილები გამოჩნდა

43

კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობამ შეცვალა დადგენილება ავტოპილოტით აღჭურვილი მანქანების ქუჩაში მოძრაობასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა Bloomberg-ი გვამცნობს, ამიერიდან ავტომობილები მძღოლების გარეშე გამოჩნდება კალიფორნიის ქუჩებში. როგორც ჩანს, შტატმა პიონერობა გადაწყვიტა აღნიშნულ სფეროში.

გარდა ამისა, ადგილობრივი დეპარტამენტის განცხადებით, მსგავსი ტიპის ავტომობილებისთვის მოეწყობა სპეციალური გზები, რომელიც გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. რა დაჯდება მთლიანი პროექტი ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

მთავრობის განცხადებით, ავტოპილოტის სისტემით აღჭურვილი ავტომობილების მფლობელებს მოუწევთ სპეციალური ლიცენზიის აღება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მართვის ადმინისტრაცია გასცემს.