LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვეს

216

კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა. კანონის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც 6 თვეზე დიდხანს ვეღარ იცოცხლებენ, სასიკვდილო პრეპარატების მიღება შეუძლიათ.

„ეს გადაწყვეტილება ცხოვრებას შეუმსუბუქებს ზოგიერთ პაციენტს, მათ ოჯახებსა და ექიმებს“, – განაცხადა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ხავიერ ბესერამ.

კალიფორნიის გარდა ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ვერმონტის, მონტანას, კოლორადოსა და ჰავაის შტატებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები