კალიფორნიაში ქალაქ ბეიკერსფილდში პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდირება მოახდინა, რომელმაც ადგილობრივ საავადმყოფოში გახსნა ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია თავის ოფიციალურ ფეისბუქზე ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე, ბეიკერსფილდ-სერდის საავადმყოფოში მოხდა, რომელიც სილიქტ-ავენიუზე მდებარეობს. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე პოლიცია შენობას ამოწმებს.
ნოემბრის ბოლოს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ მიდლთაუნში სროლა მოხდა. ინციდენტი სავაჭრო ცენტრ Crystal Run-ში მოხდა, რის შემდეგაც ყველა ვიზიტორის ევაკუაცია განხორციელდა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.