LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ხანძარი-კალიფორნიაში

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აქამდე საუბარი მხოლოდ 23 დაღუპულზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ცნობისთვის, ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები