კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ბეწვისგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების წარმოება და აღარ იქნება შესაძლებელი. ასევე, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენება იკრძალება. გარდა კატების,ძაღლებისა და ცხენების.
კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა.
,,როცა ცხოველების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, კალიფორნია ლიდერია, მაგრამ ამაზე მეტს გავაკეთებთ და მთელს მსოფლიოს დავანახებთ, ველური ცხოველები მშვენიერნი არიან”-აცხადებს კალიფორნიის გუბერნატორი, გეივინ ნიუსონი.
კანონის დამრღვევს პირველ ჯერზე 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 დოლარის გადახდა მოუწევს.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ ცხოველთა უფლებადამცველები. აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთი ცნობილი მოდის ბრენდები, როგორიცაა Versace, Gucci და Giorgio Armani ცხოველთა ბეწვზე უარს ამბობენ.