LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნია კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული (ფოტოები)

34

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება. რამდენიმე ადგილას ცეცხლის კერების ნეიტრალიზების მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ძლიერი ქარი ხანძარს ისევ გააძლიერებს. ამ დროისთვის, სტიქიას 9 ათასამდე მეხანძრე ებრძვის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს კალიფორნიის გუბერნატორი. მისი თქმით, სტიქიის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია და მსგავსი ხანძრები შესაძლოა, ყოველწლიურად განმეორდეს.

ძლიერმა სტიქიამ კალიფორნიაში ასობით სახლი გაანადგურა, ხელისუფლებამ 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები