ფიბამ მოთამაშეებს ჰიჯაბებში გამოსვლის ნება დართო.
ეს ყველაფერი აზიური გუნდებისთვის.
მუსლიმ მოთამაშეებს უფლება აქვთ ნებისმიერი თავსაბურავი გამოიყენონ. ოღონდ არის გარკვეული მითითება: ისინი უნდა იყოს ან თეთრი ან შავი ანაც შეეხამოს ფორმის ფერთს, არ უნდა დაფაროს სახის ნაწილი და არ შეუქმნას საფრთხე სხვა მოთამაშეებს.
სიახლე ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა.
ჰიჯაბებში გამოწყობილი ქალების პირველი სატესტო მატჩი ირანში 13 აპრილს გაიმართა.