LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალათბურთელების პარტნიორი ისევ ბორჯომია

29

საკალათბურთო ნაკრების პარტნიორი კვლავ „ბორჯომი“ იქნება

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართა. მემორანდუმის თანახმად, „ბორჯომი“ 2016 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება. კომპანია მეექვსე წელია საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პარტნიორია.

ღონისძებას საქართველოს ნაკრების წევრები: ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიორგი გოგობერიძე,ასევე მწვრთნელები: კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ.

 

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩვი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის გუნდები იქნებიან. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის, რის შემდეგაც 3 სექტემბერს სლოვაკეთში ითამაშებს, ხოლო 7-ში მონტენეგროს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები