LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალათბურთელები დონალდ ტრამპს ბოიკოტს უცხადებენ: რაშია საქმე?

39

ნბა-ს კლუბები აშშ-ს ახალ პრეზიდენტს არ აღიარებენ.

„დალასმა“, „მილუოკიმ“ და „მემფისმა“ ბოიკოტი იმით გამოხატეს, რომ შტატების ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკუთრებაში მყოფი სასტუმროებით მომსახურებაზე თქვეს უარი. ამის შესახებ ESPN წერს.

კალათბურთელებმა ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში სხვა გასაჩერებლის ძებნა დაიწყეს. ელოდებიან, რომ ამ დღეებში ტრამპის სასტუმროებზე უარს აღმოსავლეთ კონფერენციის კიდევ ერთი კლუბი იტყვის.

თქმა რად უნდა, მაგრამ მაინც – 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ამ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდა, რომელიც მოვალეობას იანვრიდან ჩაიბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები