LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის ლაივ ჩართვა იტალიიდან: მერს თბილისი და საქმე საზღვარგარეთაც არ ავიწყდება (ვიდეო)

372
gfhkfyhkj

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები პრიორიტეტია კახი კალაძისთვის, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. თბილისის საქალაქო ტრანსპორტს კიდევ რამდენიმე ახალი ავტობუსი შეემატება და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ელექტროავტობუსების შეძენის საკითხთან დაკავშირებით. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა თავის პირვაპირ ჩართვაში იტალიის ქალაქ ტურინიდან.

კახი კალაძის განმარტებით, ავტობუსებთან დაკავშირებით თბილისში ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთ რაიონში დროის მონაკვეთი. ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენით აღნიშნული პრობლემის მოგვარების და ლოდინის დროის შემცირებას იმედოვნებს კალაძე და აღნიშნავს, რომ ქალაქის მთავარი პრობლემა ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგვარებადია. მისივე თქმით, მთავრობა მოქალაქეებისთვის მიცემულ პირობას ასრულებს.

ტაქსის რეფორმა წარმატებულია, ახალი წელი წელს ადრე დადგება – მერიაში მთავარი თემა ისევ სატრანსპორტო პოლიტიკაა

დედაქალაქის მერის გეგმებში შედის ელექტროავტობუსების შეძენაც, რომელიც კალაძის განმარტებით “ცოტა ძვირი ჯდება”, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

სატრანსპორტო პოლიტიკის კიდევ ერთ მიმართულებაზე – მეტროზე, ისაუბრა კახი კალაძემ. ლაივ ჩართვის დროს მერმა პირობა დადო, რომ მოწესრიგდება მეტროსადგურებიც და მგზავრებს შეუქმნის მაქსიმალურ კომფორტს.

 

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/783208965473396/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები