LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის ინიციატივა: მოქალაქეებს “სითი პარკის” ჯარიმები ჩამოეწერებათ

169
unnamed (3) (1)

“სითი პარკთან” 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება  კალაძის მთავრობამ 2018 წელს ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კომპანიასა და მერიას შორის სამართლებრივი დავა მოჰყვა.  კერძო კომპანია არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, “სითი პარკი” დედაქალაქის მერიასთან გარიგებაში შევიდა. შესაბამისად, შეწყდა სამართლებრივი დავა.

მერიის განმარტებით, მათ კომპანიას 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი სითი პარკის კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო, მათ შორის, ევაკუატორები და სამკერდე კამერები.

მერია “სითი პარკს” 25 მილიონ ლარს არ გადაუხდის – რატომ შეწყვიტა კომპანიამ დავა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კი კახა კალაძემ განმარტა, რომ მათ  რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმა გადაიბარეს, რომელიც მერის თქმით, “ლახავდა მოქალაქეების უფლებებს”. სწორედ აღნიშნულ პრობლემას ასახელებს კალაძე კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად.

“მოხდა გარიგება. შედეგად ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები და სხვა საჭირო ინფრასტუქტურა, რაც სისტემის სამართავად არის საჭირო. შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის უფლება, რომელიც თავის დროზე კომპანია “სითი პარკის” მიერ იყო გამოწერილი. ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც მოხდა მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს “თბილისი პარკინგი” და ჯარიმების დაწერის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია. არ გვყავს უკმაყოფილო მოქალაქეები და ქალაქი არის წესრიგში.” – განაცხადა კახი კალაძემ.

"კალაძემ თბილისელები მოატყუა" - ოპოზიცია მერს "სითი პარკის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

"კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი..."

დღესვე დედაქალაქის მერმა ვიცე მერს დაავალა მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა ჯარიმების ამნისტიასთან დაკავშირებით. კალაძის განცხადებით, დაახლოების 850 000 ლარის ჯარიმების ჩამოწერა მოხდება.

“მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელის მიხედვითაც მოხდება დაახლოებისთ 850 000 ლარის ჯარიმების ჩამოწერა. აქ იგულისხმება ის საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული. ინიციატივა როგორც კი მზად იქნება წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად.” – აცხადებს მერი.

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, უახლოეს პერიოდში განიხილავს აღნიშნულ ინიციატივას და დაამტკიცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები