LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის იდეა, რომელმაც თბილისი გაალამაზა (ვიდეო)

359
84336389-3288600304489880-115180929705574400-o

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, ახალი პროექტების პრეზენტაციის წარდგენისას კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა და განმარტა, რომ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 1 მილიონი ლარი იქნება. აქვე მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ იდეა დედაქალაქის მერს ეკუთვნის და მსგავსი კუნძული მოეწყობა თბილისის სხვადასხვა უბნებში.

„გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახი კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა. ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს. წელს, ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

მოსკოვის და სარაჯიშვილის გამზირების ხეივნების რეაბილიტაცია იწყება

ყველა იმ მოედანზე, სადაც ბოძკინტებია განლაგებული მწვანე სივრცეები მოეწყობა, რომელიც ნამდვილად გაალამაზებს თბილისს. შესაბამისად, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის: ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართზე და ა.შ.“, – განაცხადა ბითაძემ.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/226222431718165/

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები