თბილისის მასშტაბით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 12 აგვისტოს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, სისტემის შემადგენელი – შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.
დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ახალი სისტემა გზებზე არსებულ საცობებს შეამცირებს.
“უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით, მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებოდით: კახა კალაძე
"ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი."
„ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები. ამ მიმართულებით, გერმანიის მთავრობის დახმარებით, კომპანია „გოპამ“ უკვე ჩაატარა (ტექნიკურ-ეკონომიკური) მიზანშეწონილობის კვლევა და გამოცხადდა ტენდერი შესაბამისი ტექნიკის/აღჭურვილობის შესასყიდად. გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ჭკვიანი შუქნიშნების სისტემა საცობების ნაწილობრივ განტვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, მხოლოდ შუქნიშნები საცობებს მთლიანად ვერ განტვირთავს, მაგრამ მთლიანობაში, შუქნიშნები და სატრანსპორტო მიმართულებით მიმდინარე რეფორმები მოგვცემს შედეგს“ – განაცხადა კახი კალაძემ.
ქვეითი ადამიანად გრძნობს თავს: მარტო ჭავჭავაძე კი არა, ყველა მთავარი გამზირი ასე უნდა მოეწყოს
“უკუღმა” ჭავჭავაძე და “სიფრიფანა” განათების ბოძები კახეთის გზატკეცილზე – რა ჩაიფიქრა კალაძემ