LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალაძის განცხადებები არის სასაცილო” – აქციის ორგანიზატორები

123
75388257-1164884313709779-178465743803777024-n (1)

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე, აქციის ორგანიზატორებმა განცხადება გააკეთეს და კახა კალაძის ბრიფინგს სასაცილო უწოდეს.

როგორც შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრიფინგებიდან ზოგი სასაცილოა, ზოგი – სატირალი, ზოგი კი , მისი თქმით, დასაგმობია.

კალაძემ განაცხადა, რომ აქ მყოფებს არ აქვთ არავის მხარდაჭერა და გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზეო. თუ აქ მყოფებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ დანიშნეთ არჩევნები და მოიგებთ. ხომ არალოგიკურია, რასაც ამბობთ”, – აცხადებს დიღმელაშვილი.

მან ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებს არაკომპენტენტური უწოდა. 

პროტესტის მიუხედავად, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

"2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა უკანაკსნელი სამი ათწლეულის განმავლობაში" - კახი კალაძე.

ხშირად ახსენებენ “ნაციონალურ მოძრობას”. აქ მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანდა. ჩვენ მიერ მოგონილმა სლოგანმა “ყველა ერთის წინააღმდეგ” – ოპოზიცია გააერთიანა”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქციები და პარლამენტის პიკეტირება არაკონსტიტუციური არ არის, რადგან აქ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ აქვს.

შეგახსენებთ, რუსთაველზე შეკრებილებმა დღეს პარლამენტის რამდენიმე წევრი შენობაში არ შეუშვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები