2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „თბილისის – ევროპული ქალაქი“ იქნება. ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
თბილისი CNN-ის საშობაოდ სამოგზაურო ქალაქების სიაში მოხვდა
შეგახსენებთ, თბილისის გასული წლის საახალწლო სლოგანი „მშვიდობით სავსე ქალაქი“ იყო.
რაც შეეხება თბილისში მიმდინარე წინასაახალწლო სამზადისს და დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება.
მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონიც იმღერებს.
„გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, მოგვიწია ახლის ყიდვა“ – წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება