Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კალაძემ ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის კანდიდატურა წარადგინა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის კანდიდატურა წარადგინა

148

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა.

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ  პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს.

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გამოვყავით და ახალი, ურბანული განვითარების სამსახური შევქმენით, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა – ვახტანგ ჯოხაძე, რომელიც პროფესიით ურბანისტია, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც  კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვახტანგ ჯოხაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია. ვიცით, რომ ამ მიმართულებით მწვავე პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებასაც, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები