LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის პოზიციაზე ირინე დანელიას კანდიდატურა წარადგინა

250
BeFunky-collage

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა დანელიას კანდიდატურა წარადგინა.

დედაქალაქის მერმა უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ უფროსს, თამაზ დარჩიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ირინა დანელია. ის გახლავთ გენეტიკოსი, ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება ბოტანიკურ ბაღს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. ამ თანამდებობაზე თამაზ დარჩიძე მუშაობდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ის მერიაში, „ეკოსერვის ჯგუფში“ განაგრძობს მუშაობას, სადაც ამ სამსახურის კიდევ უფრო გამართულ მუშაობაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები