LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, მას სამი ადგილი ჰქონდა: ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს

178
124963006-3711682315556813-4402297347852704715-o

ფეხბურთის ფედერაციაში განმარტება გააკეთეს, რატომ იყო დედაქალაქის მერი კახი კალაძე შვილთან ერთად მატჩზე, რომელზე წასვლაც ბევრ ქართველს სურდა, თუმცა კორონავირუსმა ამის საშუალება არ მისცა.

მათი თქმით, კახა კალაძეს ჰქონდა სამი საშვი, რადგან ის “ტიტულოვანი ფეხბურთელია”.

ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ვერ უპასუხა კითხვას, რომელი საშვით სარგებლობდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რადგან ის მთავრობის წევრი არ არის, შესაბამისად, ოფიციალური დელეგაციის წევრი ვერ იქნებოდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვით იწყებთ გუშინდელი მატჩის შემდეგ… კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული. ისე, როგორც გასვლით თამაშებზე, ასეთივე ანალოგიურად ხდება (საშინაო თამაშებზეც)… ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც ოფიციალურად იყო ცნობილი, ისინი უფრო მეტად წარმოდგენილი იყვნენ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრის მოსვლა მოხერხდა გუშინდელ თამაშზე, სამწუხაროა, რომ იმ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც არ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. გუშინ შეზღუდული იყო სია, რომელიც იცით, რომ ეუფასთან იყო შეთანხმებული.

ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე“, – განაცხადა მუჯირმა და დასძინა: „ნიღაბი მოიხსნა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რამდენიმე პოლიტიკოსმა, რამდენიმე პროვოკატორმა და ჩასაფრებულის პოზიციიდან მოქმედებენ დღეს“.
„შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას არ გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ“, – განუცხადა მუჯირმა ჟურნალისტებს.

 

2000 ლარი კი ავირტყი, მაგრამ ღირდა: ისტორიული წაგების შემდეგ დაჯარიმებულები

მამა, ჩვენ რატომ ვერ წავედით თამაშზე…

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ფეხბურთის ფედერაციასთან ხელჩართული ჩხუბია: აქტივისტებმა “ცხოველების ფერმა” მიიტანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები