LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე წყნეთში ავტობუსით ავიდა [ვიდეო]

897
666

“ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ყველანი არიან ბედნიერები და გახარებულები, ახლა ბევრს გამოველაპარაკე” – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, წყნეთში ავტობუსით ასვლის შემდეგ გააკეთა.

ახალი ავტობუსები, რომელთა პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, თბილისი-წყნეთის მარშრუტზეც დაინიშნა და მათ ყვითელი “ბოგდანები” ჩაანაცვლეს. კალაძემ ამ გასეირნებით, ადგილობრივებს ახალი ავტობუსების დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ მერია ამაზე არ გაჩერდება და წინ კიდევ ბევრი პროექტი აქვს.

“აქ გადაადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და არ დავიწყებ ამის ახსნას. ახალი ავტობუსები მართლა ძალიან ლამაზი და კომფორტულია,” – აღნიშნა მერმა.

 

34 ნომერი ავტობუსის მარშრუტის გარდა ახალი ავტობუსები სხვადასხვა გარეუბანშიც იმოძრავებს. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება პრიორიტეტულია და ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება ეტაპობრივად იგეგმება. 

ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

რომელ ნომრებზე იმოძრავებს ახალი, მწვანე ავტობუსები? [ფოტოები]

220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების მიზნით,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.

პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები