LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი – არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც 3-3 ავტომობილი, მიწები და ბინები აქვთ

229
BeFunky-collage (1)

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, უკანონო მშენებლობებზე საუბრის დროს დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.

კახა კალაძის სიტყვებით, უკანონობა ვერ დაკანონდება.

ამასთან, თბილისის მერი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში არც ერთი უსახლკარო ადამიანი არ იქნება.

შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება: კახა კალაძე

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სოციალურად უჭირთ, საცხოვრებელი არ აქვთ თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ. მინდა, ამ ადამიანებს, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ავუხსნა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მოგცეთ საშუალება და შესაძლებლობა, რომ იცხოვროთ ნორმალურ გარემოში. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებითაც ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, გავიყვანოთ ქირით – ვისაც არ აქვს საცხოვრებელი ფართი, დროებით, ქირით გაგვყავს. პარალელურად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი – ცხადია, თუ მართლა უსახლკაროა.

წლიდან-წლამდე 4-6 ათასით იზრდება ქუჩაში დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა - "ცხოვრება" უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

"უსახლკარობა უამრავ სხვა სოციალურ პრობლემას უკავშირდება ჭარბვალიანობას, ჯანდაცვის სერვისების არარსებობას, სიღარიბეს, უმუშევრობას" - ღია საზოგადოების ფონდი

რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც 3-3 ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი ბინები აქვთ. მე ვსაუბრობ მართლა უსახლკარო ადამიანებზე. ასეთი ადამიანები ქირით გაგვყავს.

პარალელურად, არის ახალი პროგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ – არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე.

ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება. 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველა დაკმაყოფილდება და ჩვენ ჩვენს დაპირებას შევასრულებთ. პროცესი დაწყებულია – ამ თვეში უკვე რამდენიმე ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე თვეში, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.