„თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია NATO-ს წევრობა იქნება.
„ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა“
„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი“ – კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს
„ერთადერთ რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს – ეს არის NATO-ს წევრობა.
არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი.
თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფოტო: IPN