LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: თბილისს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება

74

დედაქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკს, წელს, 100 ახალი ავტობუსი შეემატება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ წელსვე შემოიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მე მგონია, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი  განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები