LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე : შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ

45

კახა კალაძე  დღეს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლებიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის საუბარს ასახავს. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს გადატრიალებას.

“მე ვფიქრობ, შეფასება არ არის საჭირო. ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა მინდა, ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო – ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას. მაგ ადამიანებს შეუძლიათ,  ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები