LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: რუსთავი 2-ის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის

192
66381482_2829028097113772_3032651539844956160_o

თბილისის მერი კახა კალაძე პარიზიდან გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება და წერს, რომ გუშინ მან პროვოკაციების რეკორდი მოხსნა. ამის მიუხედავად, კალაძე ფიქრობს, რომ კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის, რადგანაც დესტრუქციულ ძალებს სწორედ ეს სურს.

ის ასევე მოუწოდებს მომიტინგეებს, რომ ისევე შეინარჩუნონ წესრიგისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორც ამას ნახევარი თვის განმავლობაში არხერხებდნენ. 

ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...

გაბუნიას მონოლოგმა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჩვენ  ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული  გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან,  სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას. 

გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა. თუმცა,  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი – მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ  მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. 

მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის  მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.

ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს,” – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

ნახეთ ამავე თემაზე “ფორტუნას” სტატია: გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა – რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია

ნიკა გვარამიასთვისაც მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. 

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ბოთლები ესროლეს და აგინეს

სასულიერო პირები და პრაიდის მოწინააღმდეგეები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

რაც შეეხება მიტინგებს: დღეს რუსთაველზე, ანტისაოკუპაციო აქციის ადგილი, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაიკავეს. ამ ორი სხვადასხვა მოთხოვნით შეკრებილ ჯგუფებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ოკუპაცია და ჰომოფობია: შსს ორივე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები