LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე რუსეთთან ფრენის შესაძლო აღდგენაზე – „ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

150
კახა-კალაძე-3

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

“თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – ირაკლი კობახიძე

კალაძის თქმით, ფრენების აღდგენა, შეიძლება, საქართველოსთვის კარგიც იყოს:

„თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს დაეხმარება, თუნდაც, მიმოსვლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები