LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო – ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები“

152
კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილი

„როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა“, – ამ განცხადებით თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც თბილისისი მერმა აღნიშნა, არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

პრეზიდენტი: „დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა, ჩვენი მომავლის საბოტაჟითაა დაკავებული“

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა.

ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ.

ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“. – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები